"რუსეთმა მარიუპოლიდან 2000 ბავშვი გაიყვანა"
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი, რუსეთმა მარიუპოლიდან 2000 ბავშვი გაიყვანა.
ზელენსკის განცხადებით მოქალაქეები ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით ტოვებენ, მაგრამ რუსეთმა ასევე „ორგანიზება გაუწია მარიუპოლის მაცხოვრებლების იძულებით გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
„ჩვენი მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ბავშვი იქნა გასახლებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაიტაცეს. რადგან ჩვენ არ ვიცით ამ ბავშვების ზუსტი ადგილსამყოფელი. არიან ბავშვები მშობლებთან ერთად და ასევე ისეთებიც, რომლებსაც არ ჰყავთ. ეს არის კატასტროფა, ეს საშინელებაა,” - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.
„რეალობა ისაა, რომ ქალაქი რუსი სამხედროების მიერაა ბლოკირებული, მარიუპოლის ყველა შესასვლელი და გასასვლელი ჩაკეტილია, პორტი დანაღმულია. აშკარაა ჰუმანიტარული კატასტროფა ქალაქში, რადგან საკვების, მედიკამენტების და წყლის მიწოდება შეუძლებელია. რუსული ჯარები ბომბავენ ჰუმანიტარულ კოლონებს და კლავენ მძღოლებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მიზანია მშვიდობა და ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რაც შეიძლება მალე აღდგენა. მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მალე გაიმართება.
„როგორც მაცნობეს, უკვე არის თურქეთში პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა და საჭიროება. არ არის ცუდი. ვნახოთ შედეგი,“-აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის პრიორიტეტები ცნობილია.
„უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეჭვგარეშეა. ჩვენი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების ეფექტური გარანტიები სავალდებულოა. ჩვენი მიზანიც აშკარაა – მშვიდობა და ნორმალური ცხოვრების სწრაფი აღდგენა ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"
- "მიზანმიმართული ბრძოლა მიდის ოჯახის წინააღმდეგ" - მეუფე შიო
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვემზადებით შესაძლო საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვისაც"