მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, ნუ გამოუშვებთ მათ უკრაინაში დასახოცად - ალექსეი არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა რუს დედებს მიმართა და მოუწოდა, შვილები პუტინის მიერ დაწყებულ ომში არ გაუშვან.
დღეს გამართულ ბრიფინგზე არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ამჯერად ბრძოლის წინა ხაზზე წვევამდელების გაგზავნას გეგმავს.
„როგორც უკრაინის დაზვერვისთვისაა ცნობილი, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მნიშვნელოვნად შემცირდა კონტრაქტორების რაოდენობა. იგეგმება წვევამდელების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, ნუ გამოუშვებთ მათ უკრაინაში დასახოცად. ეს ომი რუს ხალხს არაფრად სჭირდება, არაფერში არგებს. ეს ომი პუტინმა დაიწყო და მის რეჟიმს სჭირდება მხოლოდ. თქვენ კი სჯობს მის რეჟიმს რუსეთში დაუპირისპირდეთ“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
