ბაიდენმა შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინამ შთააგონა მთელი მსოფლიო - ალექსეი რაზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, არსებობს "ფრთხილი ოპტიმიზმი" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, სადაც მხარეებმა უკრაინის არმიის საჭიროებები განიხილეს.
„მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვაფასებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და ჩემს შეხვედრას შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. განვიხილეთ უკრაინის არმიის გადაუდებელი საჭიროებები“, - ამის შესახებ რეზნიკოვმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა იქვე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეხვედრისას განაცხადა, რომ ”უკრაინამ შთააგონა მთელი მსოფლიო”, რასაც რეზნიკოვმა გამამხნევებელი უწოდა.
„ჩვენ ვცხოვრობთ უკრაინოცენტრიზმის ეპოქაში, მაგრამ საერთო მტერთან ორმხრივ ბრძოლაში”, - აღნიშნა „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
