ჩვენს სახელმწიფოს საკმარისი საკვები ექნება, მაგრამ უკრაინიდან ექსპორტის ნაკლებობა ბევრ ხალხს დააზარალებს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ომმა მსოფლიოს ბევრ რეგიონში შესაძლოა შიმშილობა გამოიწვიოს.
"წინ რეალური პრობლემებია. უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვების ექსპორტიორი მსოფლიოში. ხორბალი, მცენარეული ზეთი, სიმინდი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები ჩვენი ქვეყნიდან არის მრავალი სახელმწიფოს სტაბილურობისა და შიდა უსაფრთხოების საფუძველი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის ჯარები ნაღმავენ მინდვრებს უკრაინაში, ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და საწვავის მარაგს, რომელიც საჭიროა თესვისთვის.
"ჩვენს სახელმწიფოს ექნება საკმარისი საკვები, მაგრამ უკრაინიდან ექსპორტის ნაკლებობა ბევრ ხალხს დააზარალებს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიცილოთ თავიდან სურსათის დეფიციტი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ ერთ რამეს ისახავს მიზნად - რუსეთმა მშვიდობის ძიება უნდა დაიწყოს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
