რაც უფრო გვიან იტყვის მსოფლიო უარს რუსულ რესურსებზე, მით მეტად სავარაუდოა მსოფლიო ომი - მიხაილო პოდოლიაკი
რაც უფრო გვიან იტყვის მსოფლიო უარს რუსულ რესურსებზე, მით მეტად სავარაუდოა მსოფლიო ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ უკრაინას აღარ შეეხება.
„რუსულ ნახშირწყალბადებზე უარის თქმა, გლობალური კომპანიებისთვის რუსული ბაზრების დახურვა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები, რუსული მარცვლეულის ჩანაცვლება, რუსული ლობისტებისა და მედიის სრული აკრძალვა ევროპაში, დროის საკითხია. რაც უფრო გვიან გაკეთდება, უფრო სავარაუდოა მსოფლიო ომი და არა მხოლოდ უკრაინაში“, - თქვა პოდოლიაკმა.
სიახლეები
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
