ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 პრორუსული პარტიის აკრძალვის თაობაზე განაცხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა შეზღუდა, მათ ნაწილს რუსეთთან თანამშრომლობა ედება ბრალად.
აღნიშნულ ინფორმაციას ზელენსკის ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება ჩამოთვალა, მათ შორის - „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი საპარლამენტო პარტიაა. BBC -ის ინფორმაციით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება არის პრორუსული.
შეზღუდულ პარტიათა ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: „ოპოზიციური ბლოკი“, „შარიას პარტია“, „ჩვენები“, „მემარცხენე ოპოზიცია“, „მემარცხენე ძალების კავშირი”, „სახელმწიფო“, „უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია“, „უკრაინის სოციალისტური პარტია“, „სოციალისტები“ და „ვლადიმირ სალდოს ბლოკი“.
BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მიიღებს დაუყონებლივ ზომებს, რათა აკრძალვა დაუყონებლივ ამოქმედდეს. როგორც ბრიტანული მედიასაშუალება იუწყება, აღნიშნული შეზღუდვა უკრაინაში სამხედრო მდგომარეობის დასრულებამდე დარჩება.
სიახლეები
- ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა
- პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- 8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
