"მესმის ზელენსკის იმედგაცრუების, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, კონფლიქტი არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს"
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე უპრეცედენტო სანქციების გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს. სტოლტენბერგის თქმით, ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ წვრთნიან.
„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
