"ჩვენ მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად"
დღეს ევროპის 27 ლიდერს ვკითხე, იქნება თუ არა უკრაინა ნატოში? პირდაპირ ვკითხე, ყველას ეშინია, არ მპასუხობენ - ჩვენ არ გვეშინია, არაფრის გვეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში თქვა, სხვა სახელმწიფოებს „ეშინიათ“ მხარი დაუჭირონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას.
„ვინ არის მზად უკრაინის ნატოში გაწევრიანების გარანტიისთვის? ყველას ეშინია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ყველა პარტნიორს ჰკითხა, არიან თუ არა უკრაინასთან.
„ისინი ჩვენთან არიან, მაგრამ არ არიან მზად, რომ ალიანსში მიგვიღონ“, -დასძინა მან.
„მადლობელი ვარ თითოეული სახელმწიფოსი, რომელიც გვეხმარება კონკრეტულად და არა მხოლოდ სიტყვებით. მაგრამ არის მეორე - ჩვენ მარტო დავრჩით ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 137 უკრაინელი დაიღუპა , 316 კი დაიჭრა.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
