"უკრაინის შეიარაღებული ძალები მძიმე ბრძოლებს აწარმოებს, მტრის დანაკარგი კიდევ უფრო მეტი იქნება"
მისი თქმით, ეროვნული სოლიდარობა დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის მთავარი საყრდენია.
„მნიშვნელოვანია საინფორმაციო მობილიზება. მნიშვნელოვანია, ხალხს ავუხსნათ, სად არის მანიპულაცია, სად არის სიცრუე და სად რა ხდება. რაც შეეხება საბრძოლო სულისკვეთების მობილიზებას, მინდა ყველა მოქალაქეს, ყველა მედიასაშუალებას, ყველა ჩვენს სამართლიან უკრაინულ მედიასაშუალებას მივმართო, გაავრცელონ ინფორმაცია, როგორ მედგრად იბრძვის ჩვენი ჯარი. ჩვენს სამხედროებს სჭირდებათ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა. დამიჯერეთ, ჩვენი არმია ძლიერი ადამიანებისგან შედგება, როგორი ძლიერიც არის ჩვენი მოსახლეობა, ისეთი ძლიერია ჩვენი არმია, ასე რომ მხარი დაუჭირეთ მათ. უკრაინის შეიარაღებული ძალები აწარმოებს მძიმე ბრძოლებს, იგერიებს თავდასხმებს დონბასში. მტერმა განიცადა სერიოზული დანაკარგი. მტრის დანაკარგი იქნება კიდევ უფრო მეტი, ისინი ჩვენს მიწაზე შემოიჭრნენ. უკრაინას თავს დაესხნენ ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, თავს დაესხნენ ჰაერიდან. დაცვა, არმია მუშაობს. ეროვნული სოლიდარობა დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის მთავარი საყრდენია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის. ჩვენ უკვე დავიწყეთ გაცემა და გადავცემთ იარაღს ყველა მსურველს ჩვენი მიწის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ მოსახლეობას სისხლის დონაციისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გამოაცხადა, რომ სანქციებს მოუხსნის უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანდება. მან ასევე მადლობა გადაუხადა ყველა პოლიტიკოსს, ვინ უკრაინას გვერდში უდგას და ქვეყნის დამოუკიდებლობას იცავს.
„ახლა ჩვენს შორის არ არიან ოპონენტები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას. მზად იყავით, მხარი დაუჭიროთ თქვენს სახელმწიფოს თქვენი ქალაქების მოდნებზე“, -აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
