"უკრაინას იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება და არა თავდასხმისთვის"
უკრაინას იარაღი თავდაცვისთვის სჭირდება და არა თავდასხმისთვის, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვლადიმირ ზელენსკის თქმით, მარკ რუტესთან უსაფრთხოებისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხები განიხილა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის იარაღი, რომელსაც პარტნიორები აწვდიან დახმარების სახით, უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება და არა თავდასხმისთვის.
„მე არ ვარ მზად, დღეს საჯაროდ ვთქვა, რომელ ქვეყანასთან რაზე ვაწარმოებთ დეტალურ მოლაპარაკებებს და რას ვიღებთ მათგან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის იარაღი არის თავდაცვისთვის. ჩვენ მხოლოდ მშვიდობაზე ვფიქრობთ. ჩვენ მხოლოდ ტერიტორიების დეოკუპაციაზე ვფიქრობთ და მხოლოდ დიპლომატიური გზით. ვსაუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არც ერთ მონაკვეთს. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, როგორიც არ უნდა იყოს ამის საფასური“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობებისა და შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, რადგან სიტუაციის ესკალაცია ცოტა ხნის წინ არ მომხდარა. მისი თქმით, დღეს არსებული სიტუაცია არ არის არც ომის ესკალაციის პირველი წელი და არც ოკუპაციის პირველი წელი.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა