ომებზე მილიონების დახარჯვის ნაცვლად, იზრუნე შენს ხალხზე - დმიტრო კულება ვლადიმერ პუტინს
ომებზე მილიონების დახარჯვის ნაცვლად, იზრუნე შენს ხალხზე, - „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა კითხვაზე, რას ეტყოდა ვლადიმერ პუტინს შეხვედრისას.
„საკუთარი საქმეებით დაკავდით, იზრუნეთ თქვენს ხალხზე. კონცენტრირება მოახდინოს რუსეთის კეთილდღეობასა და მომავალზე, ნაცვლად იმისა, რომ ხარჯოს მილიონები ომზე, კიბერთავდასხმებზე, ასევე სხვა ქვეყნებს ჩაუნერგოს ომის შიში. რუსეთი სულ სხვანაირი იქნებოდა, საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად, ჩვენ კი ნაკლები თავის ტკივილი გვექნებოდა“ , - განაცხადა კულებამ.
მანვე აღნიშნა, რომ კიევი და მისი პარტნიორები მუშაობენ მოვლენათა განვითარების უარესი ვარიანტის თავიდან ასაცილებლად, რადგან შეუძლებელია პრეზიდენტ პუტინს უფლება მისცე მიიღოს ის, რაც სურს, წითელი ხაზების გადაულახავად.
მინისტრმა გაიხსენა, რომ მომატებული მზადყოფნის მდგომარეობა უკრაინისთვის ახალი არ არის, რადგან, მისი თქმით, ქვეყანა ამ ომში 2014 წლიდან არის და უკრაინის ეკონომიკა უკვე დაზარალდა იმ პანიკით, რაც ესკალაციას ეხება.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
