ნატო-ს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს გზავნიან
ნატო-ს მოკავშირეებს შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავთ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე გამანადგურებლებს გზავნიან შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, როცა უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ხორციელდება, - ამის შესახებ ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, დანია ბალტიის ზღვაში ფრეგატს, ლიეტუვაში კი F-16 ტიპის ოთხ გამანადგურებელს გზავნის, ესპანეთი ნატო-ს საზღვაო ძალებისთვის გემებს აგზავნის და ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნის გეგმას განიხილავს. საფრანგეთმა რუმინეთში შეიარაღებული ძალების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა, ნიდერლანდები ბულგარეთში აპრილიდან F-35 ტიპის ორ გამანადგურებელს გაგზავნის. შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდას გეგმავს.
„მივესალმები მოკავშირეების მხრიდან ნატო-ში დამატებითი ძალების კონტრიბუციას. ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას მოკავშირეების დასაცავად, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით,“- განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ალიანსის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი.
„2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, ნატო-მ გაზარდა თავისი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ლატვიაში, ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფების განთავსებით. მათი ყოფნა ცხადყოფს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, მთელ ალიანსზე თავდასხმად ჩაითვლება,“- ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
