"ომიკრონი გლობალური ჯანდაცვისთვის "ყველაზე სერიოზული საფრთხეა" - "დიდი შვიდეული“
G7-მა („დიდი შვიდეული“) კორონავირუსის ახალ შტამ "ომიკრონს" გლობალური ჯანდაცვისთვის "ყველაზე სერიოზული საფრთხე“ უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian G7-ის ჯანდაცვის მინისტრების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მინისტრები, რომლებიც შემთხვევების რაოდენობის ზრდით ღრმად შეშფოთებული არიან, შეთანხმდნენ, რომ ეს მოვლენები უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველაზე სერიოზული საფრთხე გლობალური ჯანდაცვისთვის.
ახლა მჭიდროდ თანამშრომლობა, მონაცემების მონიტორინგი და გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ეს იქნება გასაღები სწრაფად განვითარებადი სიტუაციის მოსაგვარებლად”, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
