"პანდემიის შემდეგ, მსოფლიო კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს წააწყდება" - ჯანმო
კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, კაცობრიობა კიდევ უფრო სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება, ვიდრე მანამდე. ეს სიღარიბესთან, შიმშილთან, უთანასწორობასთან, დაავადებებსა და კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
ჟენევაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის მე-10 გლობალურ კონფერენციაზე გამოსვლისას, მან მთავრობებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ხალხისა და პლანეტის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზეა დაფუძნებული.
”როდესაც პანდემია დასრულდება, ჩვენ უფრო დიდი გამოწვევები დაგვრჩება, ვიდრე ეს მის დაწყებამდე იყო: სიღარიბე, შიმშილი, უთანასწორობა, არაინფექციური დაავადებები, კლიმატის ცვლილება და სხვა”, - თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
გებრეიესუსის თქმით, „პანდემიამ აჩვენა, რომ თუ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მაშინ ყველას საფრთხე ემუქრება“. ამ მხრივ ჯანმრთელობის ღირებულების აღქმის „ფუნდამენტური ცვლილებაა“ აუცილებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მოუწოდა ყველას, არ მიუდგეს ჯანდაცვას, როგორც "ხარჯს", არამედ როგორც "ინვესტიციას ჩვენს საერთო მომავალში".
"ამავდროულად, სახელმწიფოების ძალისხმევის ფოკუსში უნდა იყოს ჯანდაცვის სერვისებით მოსახლეობის საყოველთაო დაფარვა, რაც სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის ქვაკუთხედია“, - განაცხადა გებრეისუსმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
