ვენაში ლოკდაუნის დაწესების გამო დემონსტრაციები იმართება
ვენაში Covid 19-ით გამოწვეულ შეზღუდვებს საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ათასობით ადამიანი ავსტრიის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ლოკდაუნს აპროტესტებს, რომელიც ვაქცინირებული პირებისთვის დღეს სრულდება, თუმცა არავაქცინირებულებისთვის დაუზუსტებელი ვადით გრძელდება.
ქვეყნის ხელისუფლებამ, ამასთან, მიიღო განკარგულება, ვაქცინაცია თებერვლიდან სავალდებულო გახდეს.
დემონსტრაციას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 44 000 ადამიანი შეუერთდა. საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე კვირაა უქმეებზე მიმდინარეობს.
ქვეყანა განაგრძობს ევროკავშირის რეგულაციების ადაპტირებას ყველა მოქალაქეზე, ვინც 14 წელზე უფროსია. გამონაკლისი მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხებით გათვალისწინებული პირები არიან. პროტესტის მონაწილეებს მხარს "თავისუფალი პარტია" უწევს, რომელიც რადიკალური მემარჯვენე განწყობით გამოირჩევიან.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
