ამერიკაში ფასებმა ბოლო ორმოცი წლის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ამერიკელმა მომხმარებელმა ფასების ზრდა საკუთარ თავზე იგრძნო. ინფლაციამ გასული 40 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
ფასები საშუალოდ 6.8%-ითაა გაზრდილი ერთ წელიწადში.
BBC-სთან ინტერვიუში ჰარლემში მცხოვრები დიასახლისი ამბობს, რომ კვების რაციონიც კი შეამცირა. "ჩვენ არ გვაქვს არჩევანი", - თქვა მან.
ფასები გაიზარდა როგორც სურსათზე, ისე ბენზინზე. საწვავის ფასმა ერთ წელიწადში 6.1%-ით მოიმატა. გაიზარდა მეორადი მოხმარების ავტომობილების ფასიც. ზოგადი ნიშნული ფასებზე 0.8%-ითაა მომატებული, რაც ოქტომბერთან შედარებით გაუმჯობესებას ნიშნავს, რადგან წინა თვეში ფასების ზრდა 0.9%-ით შეფასდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
