"რუსეთის ნებისმიერ მოსალოდნელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ექნება ძლიერი პასუხი"
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და ახსენებს, რომ შეთავაზება, გაიმართოს ნატო-რუსეთის ფორმატში შეხვედრა, კვლავაც ძალაში რჩება.
ამის შესახებ მან ნატოს შტაბ-ბინაში გერმანიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მივესალმები პრეზიდენტ ბაიდენის კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან. რუსეთის ნებისმიერ მოსალოდნელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ექნება ძლიერი პასუხი, ასევე, სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის“ , - განაცხადა გენმდივანმა.
მისი თქმით, 2014 წელს ყირიმის ანექსიის მცდელობიდან მოყოლებული ალიანსი თანმიმდევრულად აძლიერებს თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკას და ამავდროულად ღია რჩება რუსეთთან დიალოგისთვის.
„შეთავაზება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში შეხვედრასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაგიდაზეა და დამოკიდებულია რუსეთზე, გასცემს თუ არა მას დადებით პასუხს. ჯერჯერობით მას ეს არ გაუკეთებია. თუმცა, რთულ პერიოდში უნდა მივუსხდეთ მაგიდას და დავილაპარაკოთ“ , - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
