45 მილიონი ადამიანი, შესაძლოა, შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს
დაახლოებით 45 მილიონი ადამიანი მსოფლიოს 43 ქვეყნიდან, შესაძლოა, შიმშილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის 2022 წლის გლობალურ ჰუმანიტარულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე გაჭირვებულთათვის დახმარების გაწევისთვის 41 მილიონი აშშ დოლარი იქნება საჭირო.
"ჯამში, 274 მილიონი ადამიანი 2022 წელს გადაუდებელი დახმარებისა და დაცვის საჭიროებების წინაშე აღმოჩნდება, რაც შარშანდელ გამოკითხვასთან შედარებით 17%-ით მეტია“, - ნათქვამია ტექსტში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 173 მილიონი ყველაზე გაჭირვებული ადამიანის დასახმარებლად 41 მილიონი დოლარი იქნება საჭირო.
გაერო-ს გენერალური მდივნის ჰუმანიტარულ საკითხებში მოადგილის, მარტინ გრიფიტსის თქმით, კლიმატის ცვლილების კრიზისი, პირველ რიგში, ყველაზე დაუცველ მოსახლეობას ურტყამს და ბევრად უფრო მძიმედ. გრიფიტსმა აღნიშნა, რომ არასტაბილურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაუარესდა და ამ მხრივ ავღანეთი, ეთიოპია და მიანმარი ახსენა.
”პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს მოკლებულია,” - დასძინა მან.
კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ზე მეტი იძულებით გადაადგილებულია.
2022 წლის გლობალური მიმოხილვა მოიცავს 37 საპასუხო გეგმას 63 ქვეყნისთვის, მათ შორის არის: ავღანეთი, ჰაიტი, იემენი, ერაყი, კოლუმბია, ლიბია, მალი, მიანმარი და უკრაინა.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში