ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები, - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მისი ცნობით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამჟამად ეპიდემოილოგები ადგენენ, უკავშირდება თუ არა ეს "ომიკრონის“, თუ ამის მიზეზი სხვა ფაქტორებია.
ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ უცნობია ისიც, იწვევს თუ არა "ომიკრონი" უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით.
"წინასწარი მონაცემებით, არის ვარაუდი, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს, შესაძლოა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად „ომიკრონით“ დაინფიცირებით იყოს გამოწვეული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია "ომიკრონის" პოტენციური ზეგავლენის დასადგენად პარტნიორებთან მუშაობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
