მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს.
მეცნიერების განცხადებით, ახალ ვარიანტს, რომლის სამეცნიერო ხაზის ნომერია B.1.1.529, სულ მცირე 10 მუტაცია აქვს, რამაც ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
ახალი ვარიანტი ასევე დადასტურდა ბოტსვანასა და ჰონგ კონგში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის. ახლახან გამოვლინდა ე.წ. კლასტერული აფეთქება, რომელიც კონცენტრირებულია უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში.
გასულ წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ასევე აღმოჩნდა ვირუსის „ბეტა“ ვარიანტი, თუმცა ამ დრომდე ქვეყანაში ინფექციის შემთხვევები განპირობებული იყო „დელტა“ ვარიანტით, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დადასტურდა. ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ინფიცირების რიცხვი აფრიკაში, დაახლოებით 2.95 მილიონი შემთხვევა, რომელთაგან 89 657 ადამიანი დაიღუპა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ