რუსეთი შავ ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობდა დაახლოებით 10 თვითმფრინავი და რამდენიმე გემი, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, წვრთნები უკრაინასთან არსებული მაღალი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც ამერიკელი ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ მის სამხრეთ მეზობელზე. აღნიშნულ ბრალდებებს კი კრემლი სიცრუეს უწოდებს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ობიექტები რამდენიმე ლოკაციაზეა განთავსებული, მათ შორის ყირიმში, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. კიევს სურს, რომ რუსეთმა აღნიშნული ტერიტორია დააბრუნოს.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ