"დელტა" შტამის ახალი ვარიანტი ნაკლებად სიმპტომურია - The Guardian
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის დელტა ვარიანტი, რომელიც ინგლისში ვრცელდება, უფრო ნაკლებად სიმპტომურია, ვიდრე დომინანტური შტამი. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
მეცნიერებმა 100 000-ზე მეტი ადამიანის ნაცხის ნიმუშები შეისწავლეს. შედეგები აჩვენებს, რომ დელტას ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც AY.4.2, ნაკლებად იწვევს სიმპტომებს, ვიდრე დომინანტური დელტა შტამი - AY .4.
მანამდე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ AY.4.2 ვარიანტი, შესაძლოა 10-15%-ით უფრო მეტად გადამდები ყოფილიყო, ვიდრე თავდაპირველი შტამი.
მკვლევარები ასევე თვლიან, რომ ხველების შემცირებამ შეიძლება ვირუსის გავრცელება შეამციროს. თუმცა, მეცნიერთა ნაწილი ასევე თვლის, რომ ასიმპტომური პაციენტები ვირუსის გავრცელებას უფრო მეტად შეუწყობენ ხელს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
