რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას არ აპირებს - კრემლი
რუსეთი არ ცვლის გეგმებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მოსკოვი აირის მიწოდების გაზრდას ევროპისათვის რვა ნოემბრის შემდეგ, პესკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი ყველა ვალდებულებას ასრულებს აირის მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ზუსტად ასრულებს და იმაზე მეტსაც, ვიდრე ეს ვალდებულებებით აქვს ნაკისრი. ამ მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის ტენდენცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება“, - განაცხადა პესკოვმა.
ოქტომბერში პუტინმა „გაზპრომს“ ევროპაში არსებული ობიექტების საცავებში აირის მიწოდების გაზრდა დაავალა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს უზრუნველყოფს „გაზპრომის“ შესაძლებლობას შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და შექმნას უფრო ხელსაყრელი ვითარება ზოგადად ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარზე.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
