ჩინეთი უახლოეს დღეებში COVID აფეთქების ახალ ტალღას ელოდება
ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების ინფორმაციით, COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა მომდევნო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ჯანდაცვის კომისიის, ვუ ლიანგიუ აცხადებს, რომ ჩინეთში ამჟამინდელი აფეთქება დელტა ვარიანტის გავრცელებით არის გამოწვეული.
ინფიცირების ახალი ტალღა ჩინეთის 11 პროვინციაში 17 ოქტომბრიდან გავრცელდა. ახალი ინფიცირებულების უმეტესობას რეგიონებს შორის მოგზაურობის ისტორია აქვს.
ჩინეთის ზოგიერთმა ქალაქმა გართულებული ეპიდსიტუაციის გამო ავტობუსებისა და ტაქსის მუშაობა უკვე შეაჩერა.
ვირუსის გავრცელების საშისროების გამო, გაუქმებულია პეკინში 31 ოქტომბერს დაგეგმილი მარათონი.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ