მსოფლიოში სურსათის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათის გლობალური ფასები, აგვისტოში წინა წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
გამოცემის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკვები პროდუქტების ფასები უკეთესობისკენ შეიცვალოს.
FAO-ს მონაცემებით, ინფლაციაზე მორგებული ყოველწლიური ფასები უკვე უფრო მაღალია, ვიდრე გასული ექვსი ათწლეულის თითქმის ნებისმიერ დროს იყო.
საკვების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოშიც. აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური დონე 12.8%-ია, რაც 2011 წლის შემდეგ წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
