ავღანეთში გოგონების პედაგოგები მხოლოდ ქალები იქნებიან
ავღანელი სტუდენტი გოგონები უნივერსიტეტში სწავლას მხოლოდ იმ პირობით შეძლებენ, თუ მამაკაცებთან ერთად ერთ ოთახში არ იქნებიან, - ამის შესახებ რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, აბდულ ბაქი ჰაქანიმ განაცხადა.
ინფორმაციას გამოცემა Independent ავრცელებს.
"ავღანეთის ხალხი უმაღლეს განათლების მიღებას შარიათის კანონების შესაბამისად, უსაფრთხოდ, კაცებისა და ქალების აღრევის გარეშე გააგრძელებს", - განაცხადა ჰაქანიმ.
მისი თქმით, გოგონების პედაგოგები მხოლოდ ქალები უნდა იყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თალიბები ქალების უფლებების დაცვას დაჰპირდნენ, თავად მოსახლეობა შიშობს, რომ ისინი უკიდურესად შეიზღუდება, ვინაიდან, 2001 წლამდე, როდესაც ქვეყანას თალიბები მართავდნენ, ავღანეთში ისლამური შარიათის რეჟიმი დამკვირდა. მაშინ საუკუნეების ნორმები მოქმედებდა, დაითხოვეს პარლამენტი, იმართებოდა მასობრივი ეგზეკუციები, აკრძალული იყო კინო და ტელევიზია. 12 წლის შემდეგ ქალებს სწავლა და მუშაობა ეკრძალებოდა. მაშინაც თალიბები ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ქალების უფლებებს უსაფრთხოების გაუმჯობესების შემდეგ დაიცავდნენ, თუმცა ეს მომენტი არასოდეს დამდგარა.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი