როგორი იქნება ავღანეთი "თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ - უცხოური პრესა
ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში (სათაურით „ავღანეთი ხვალის შემდეგ“) ქვეყნის არასასიამოვნო პერსპექტივაა გადმოცემული „თალიბანის“ ხელისუფლების პირობებში (ავტორი - ჟან-ლუი ტრამბლე).
„როგორი იქნება ავღანეთი ამერიკელების საბოლოოდ წასვლისა და „თალიბანის“ დაბრუნების შემდეგ? ვაშინგტონს თალიბების დასჯა სურდა 2001 წლის ტერაქტების გამო, მაგრამ დღეს ისინი უფრო ძლიერები ბრუნდებიან, როგორც არასდროს. როგორია ამერიკელთა ოდისეის შედეგები? ათასობით დაღუპული სამხედრო მოსამსახურე და ქარს გატანებული 1 ტრილიონი დოლარი“, - წერს ავტორი, - „გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ პოსტამერიკული ავღანეთი უკვე ნარკოსახელმწიფოდ გადაიქცევა, რომელიც დღესაც კი მსოფლიოში ჰეროინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია“, - ხაზს უსვამს გაზეთი.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ამერიკელების წასვლის შემდეგ ცარიელი ადგილი არ დარჩება, მათ ნაწილობრივ თურქეთი ჩაანაცვლებს. „თურქეთს იმედი აქვს, რომ ავღანეთის მთავარ აეროპორტს გააკონტროლებს და ემიგრანტებს ქვეყნიდან არ გაუშვებს, რომლებიც ყოველდღიურად გარბიან. თვით თურქეთში ამჟამად რამდენიმე ათეული ათასი ავღანელი მიგრანტი იმყოფება“. ამასთან, პარადოქსულია, რომ არც ჩინეთს და არც ირანს, ანუ ამერიკელების კონკურენტებს, ასეთი სიტუაცია - ამერიკის მარცხი ავღანეთში - არ სიამოვნებთ: ჩინეთი, რომელსაც ავღანეთთან 75-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, შიშობს, რომ თალიბები მხარს დაუჭერენ მოსაზღვრე სინძიან-უიღურელ ისლამისტ სეპარატისტებს, ხოლო ირანს, ავღანეთთან 900-კილომეტრიანი საზღვრით, ასი ათასობით ავღანელი ლტოლვილებისა და მიგრანტების მიღება არ სურს. რაც შეეხება რუსეთს: კრემლი გრძნობს, რომ ამერიკელების წასვლით ავღანური საფრთხე მის „ახლო საზღვარგარეთს“, ანუ შუა აზიას დაემუქრება, იქიდან კი უშუალოდ თვითონ რუსეთს. ამიტომაც მოსკოვი სასწრაფოდ ამაგრებს თავისი შუააზიელი მოკავშირეების საზღვრებს, აწყობს ერთობლივ წრთვნებს“, - აღნიშნავს გაზეთი.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
