Facebook "ჭკვიან" სათვალეებს გამოუშვებს
ამერიკული კორპორაცია Facebook სათვალეების ბრენდ Ray-Ban-თან თანამშრომლობით "ჭკვიან სათვალეებს" გამოუშვებს.
ამის შესახებ გამოცემა The Verge წერს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, სათვალის შესახებ ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.
”შემდეგი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გამოვუშვებთ ჩვენი პირველი ჭკვიანი სათვალე იქნება, რომელიც Ray-Ban-სა და EssilorLuxottica–სთან პარტნიორობით შევიმუშავეთ”, - განაცხადა ცუკერბერგმა.
2019 წელს Facebook-მა CTRL-Labs–ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ეს არის სტარტაპი, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ კომპიუტერი ტვინიდან იმპულსების გამოყენებით.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
