მეცნიერებმა მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების მიზეზი დაასახელეს
ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც ბოლო წლებში დედამიწაზე სულ უფრო ხშირად ხდება, კლიმატის გლობალური ცვლილების შედეგია.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ აშშ-სა და კანადაში ანომალიურად ცხელი ამინდების პერიოდია, ევროპასა და ჩინეთში წყალდიდობებია, რუსეთში კი ტყის ხანძრებია. ამასთან, ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მატება თურქეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება, ხოლო ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში, პირიქით, ჰაერის უპრეცედენტოდ დაბალი ტემპერატურაა.
გერმანელი მეტეოროლოგი იოჰანეს კვაასი აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებები, რომლებიც ახლა შეიმჩნევა, რამდენიმე ათეული წლის წინ მომხდარ ემისიასთან არის დაკავშირებული.
ამავდროულად, თუ მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირება ახლა უკვე დაიწყება, მაშინ საუკუნის ბოლოს დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა მაინც 0.8 გრადუსით გაიზრდება.
სიახლეები
- მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
