G7-ის წევრები პანდემიის დასრულებას 2022 წელს გეგმავენ
კორონავირუსის პანდემიის დამარცხებას G7-ის ქვეყნები 2022 წელს გეგმავენ.
ამის შესახებ ბრიტანეთში გამართული "დიდი შვიდეულის" სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი.
კომუნიკეში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პანდემიის დასასრულის მისაღწევად მომავალ წელს ღარიბ ქვეყნებს მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდიან.
"ვადასტურებთ, რომ 2022 წელს COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად მსოფლიოს მოსახლეობით სულ მცირე 60% უნდა აიცრას, ამიტომ, სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენს ქმედებებს ვააქტიურებთ," - აღნიშნულია კომუნიკეში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
