კონგოში ვულკანი ნიირაგონგო ამოიფრქვა - ვიდეო
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკან ნიირაგონგოს ამოფრქვევის გამო, ქალაქ გომას ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ქალაქ გომას აეროპორტამდე მიაღწია.
ვულკანოლოგის, დარიო ტედესკოს განცხადებით, ვულკანზე ახალი ნაპრალი გაჩნდა, რამაც ლავის სამხრეთით, ქალაქ გომას მიმართულებით დაძვრა გამოიწვია.
„როიტერის“ რეპორტიორების ინფორმაციით, ქალაქის დიდ ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა, ხოლო სატელეფონო ხაზები გადატვირთულია.
კონგოს რესპუბლიკის მთავრობამ ორ მილიონიანი ქალაქის ევაკუაციის გეგმა აამოქმედა. ამჟამად, მიმდინარეობს მსჯელობა გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე.
ვულკანი ნიირაგონგო ბოლოს 2002 წელს ამოიფრქვა და 250 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 120 ათასი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ