აშშ-ში ტრამპის კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
აშშ-ის ნიუ-იორკის პროკურატურა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization-თან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს.
ინფორმაციას ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
"ჩვენ Trump Organization-ს შევატყობინეთ რომ ორგანიზაციასთან დაკავშირებით ეს უკვე აღარ არის წმინდა სამოქალაქო საქმე. ახლა მანჰეტენის რაიონულ პროკურატურასთან ერთად სისიხლის სამართლის გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს", - ნათქვამია ნიუ-იორკის შტატის პროკურორის წარმომადგენლის ფაბიენ ლევაიას განცხადებაში.
გასულ წელს, მანჰეტენის პროკურატურის დიდმა ჟიურიმ Trump Organization-ის ბოლო 8 წლის ფინანსური დოკუმენტები მოითხოვა. საქმის პროკურორის საირუს ვენსის განცხადებით, ტრამპის ფინანსურ საქმეებზე, სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, რომლის მიზანი ექსპრეზიდენტის მიერ სახელმწიფო კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების აღმოჩენაა. აგვისტოში სასამართლომ კომპანიის ფინანსურ დოკუმენტებზე წვდომის აკრძალვის შესახებ ტრამპის ადვოკატების შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვა.
ტრამპის ფინანსური დოკუმენტები - პირველ რიგში, მისი საგადასახადო დეკლარაციები - ინტერესის საგანი ჯერ კიდევ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გახდა. მაშინ ტრამპმა, მიუხედავად დამკვიდრებული პრაქტიკისა, ფინანსური საქმეების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ წარდგინა, იმ მოტივით, რომ მისი ბიზნესი და დეკლარაციები ფინანსურ შემოწმებას გადიოდა.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია