ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი სიკვდილის შემთხვევაში ძალაუფლების გადაცემას ითვალისწინებს
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა TUT.by იუწყება.
დოკუმენტის თანახმად, მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, გარე აგრესიის ან სხვა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ყველა სახელმწიფო ორგანო და მათი თანამდებობის პირები უშიშროების საბჭოს დაემორჩილებიან. საბჭო სხდომებს კი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
ამავდროულად, ქვეყნის მეთაურის მკვლელობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება, ხოლო ღონისძიებების ჩამონათვალს უშიშროების საბჭო დაადგენს. საბჭოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველასთვის და ექვემდებარება უპირობო შესრულებას.
არჩევნების ჩატარების საკითხს ასევე უშიშროების საბჭო გადაწყვეტს.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
