ბილ გეითსმა კაცობრიობის სამი უმნიშვნელოვანესი გამოგონება დაასახელა
Microsoft-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ფილანთროპმა ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს ისტორიაში უდიდესი სამეცნიერო მიღწევა უწოდა. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Handelsblatt-სთან ინტერვიუში განაცხადა.
”COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებმა იმედი მოგვცა, რომ წელს პანდემიას დავამარცხებთ”, - აღნიშნა გეითსმა.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, როგორც რიბონუკლეინის მჟავის (mRNA) საფუძველზე მიღებული ვაქცინები, ასევე ადენოვირუსის საფუძველზე შემუშავებული პრეპარატები.
გამოცემასთან საუბრისას ბილ გეითსმა მსოფლიო ისტორიაში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება დაასახელა.
მისი თქმით, მეორე ადგილზე მიკროპროცესორის გამოგონებაა. Microsoft-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მიკროპროცესორმა შესაძლებელი გახადა პერსონალური კომპიუტერის გამოგონება და ბიძგი მისცა ინოვაციების ტალღას, რომელიც უკვე 50 წლის განმავლობაში შეუჩერებლად მიიწევს წინ.
გეითსის თქმით კაცობრიობის ისტორიაში სამ უდიდეს გამოგონებას შორის ასევე არის "მწვანე რევოლუცია". ეს გულისხმობს გასული საუკუნის შუა პერიოდში განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის ცვლილებების კომპლექსს, რამაც მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
