ილჰამ ალიევი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ისტორიულ შეცდომას უწოდებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ისტორიულ შეცდომას უწოდებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას.
ამის შესახებ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჯო ბაიდენის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს. ალიევის აზრით, ეს ნაბიჯი რეგიონში ჩასახულ თანამშრომლობის ტენდენციებს სერიოზულად უთხრის ძირს.
შეგახსენებთ, 24 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი მოსახლეობის გენოციდი ოფიციალურად აღიარა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის აღიარების შესახებ.
სიახლეები
- ,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
- იტალიის პრემიერ-მინისტრი ზელენსკიზე საათ-ნახევრის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა და რუსეთისთვის დათმობებზე წასვლისკენ უბიძგებდა
- 11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია"– საია
- ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება
