სომხეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანი, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, თანამდებობიდან გადადგა.
”20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, დღეს თანამდებობას ვტოვებ. ამ დროის განმავლობაში, კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გათვალისწინებული სრული დატვირთვით სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას გავაგრძელებ", - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმდინარე წლის მარტის მიწურულს პირობა დადო, რომ თანამდებობას აპრილში დატოვებდა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარებულიყო.
სომხეთის კანონმდებლობით კი ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერი უნდა გადადგეს და ახალი პრემიერის არჩევა პარლამენტმა ზედიზედ ორჯერ ვერ უნდა შეძლოს.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
