"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!"- საელჩო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საელჩო თურქეთში, საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში, ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
ამასთან, ზემოაღნიშნულ საათებში და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.ზემოაღნიშნული შეზღუდვები ამოქმედდება მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და გაგრძელდება მომავალი ორი კვირის განმავლობაში.
ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
1. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08", - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
