ამსტერდამში მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს
ამსტერდამში პოლიციამ კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში, მუზეუმის მოედანზე გამართულ აქციაში მონაწილეობას დაახლოებით ათასი ადამიანი იღებდა.
ქალაქის ცენტრში შეკრებილები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მათ გაუქმებას მოითხოვდნენ.
ნიდერლანდებში უკვე რამდენიმე კვირაა შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციები იმართება. გასულ კვირას სამართალდამცავებმა აქციის 150 მონაწილე დააკავეს.
სიახლეები
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის ჯარიმებთან დაკავშირებით
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება"- ვოლოდიმერ ზელენსკი
- 5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- ,,ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკა იყოს გატარებული"- ნინო წილოსანი
