ამერიკული მედიცინა მის ავადმყოფობასთან გასამკლავებლად უძლურია- რას წერს კადიროვი ჯო ბაიდენზე?
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს კაცობრიობისთვის საშიშს უწოდებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კადიროვმა სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" დაწერა.
„მართალი გითხრათ, ბაიდენი გაცილებით განათლებულ ადამიანად წარმომედგინა. ვფიქრობდი, რომ მას თავისი ფხიზელი შეხედულებები ჰქონდა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობების გასავითარებლად. მე ვცდებოდი“, - წერს კადიროვი.
ის მიმართავს თეთრ სახლს მოწოდებით, „ყურადღებით ადევნონ თვალი ბაიდენს“.
„ერთმნიშვნელოვნად, ბაიდენს ესაჭიროება მკურნალობა და არა ქვეყნის მართვა. ადამიანმა, რომელმაც არ იცის, რა ჰქვია ამერიკის თავდაცვის მინისტრს, არ იცის ძალოვანი სტრუქტურების სახელწოდება, რეალურად საშიშია საზოგადოებისთვის. ვფიქრობდი, ის მხოლოდ ჩვენი საწინააღმდეგო სანქციებით იყო საშიში, მაგრამ როგორც ვრწმუნდებით, ბაიდენი მთელი კაცობრიობისთვის არის საშიში“, - წერს კადიროვი.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ის სასანქციო სიაში შეიყვანა, კადიროვი ბაიდენს გროზნოში ეპატიჟება. „იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკული მედიცინა მის ავადმყოფობასთან გასამკლავებლად უძლურია, ვეპატიჟები აშშ-ის პრეზიდენტს გროზნოში - ჩვენ ვუმკურნალებთ ჯო ბაიდენს ან მინიმუმ შევეცდებით აღვუდგინოთ მეხსიერება“, - წერს კადიროვი.
შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ“. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
სიახლეები
- "ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც ევროკომისიის ობიექტური კვლევა აჩვენებს, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა - კომუნისტკები“ საქართველოს ამუნათებენ, რატომ?"
- "ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
