ჯანმო-ს ექსპერტებმა უჰანში "მნიშვნელოვანი მტკიცებულებები" აღმოაჩინეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა გუნდმა, რომელიც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით კვლევებს აწარმოებს, უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე "მნიშვნელოვანი მტკიცებულებები" აღმოაჩინა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
მეცნიერებმა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მოინახულეს, ასევე დაათვალიერეს უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი და ერთ-ერთი უდიდესი ბაზრობაც. ამასთან, ჯანმო-ს ექსპერტები ჩინელ მეცნიერებსაც შეხვდნენ.
მეცნიერმა აღნიშნეს, რომ ზღვის პროდუქტების ბაზარზე ჩატარებული კვლევების დროს "მნიშვნელოვან მტკიცებულებებს" მიაკვლიეს. ინფექციის შემთხვევების გამოვლენისთანავე სასურსათო ბაზარი დაიხურა და ტერიტორია მას შემდეგ ”პრაქტიკულად ხელუხლებელია” რაც მისი შესწავლისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
ჯანმო-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ როგორც ბაზრობაზე მოპოვებული ნიმუშებით დგინდება, თავდაპირველად ვირუსი მსუბუქი ფორმით ვრცელდებოდა, ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ, ზოგჯერ კი გაციებას ან გრიპს ჰგავდა.
ჯანმო-ს ექსპერტები უჰანში იანვრის შუა რიცხვებში ჩავიდნენ და 28 იანვრიდან კორონავირუსის წარმოშობის შესწავლას შეუდგნენ. წინასწარი მონაცემებით, ჯანმო აცხადებს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად არ შექმნილა და იგი ბუნებრივი წარმოშობისა. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზღვის პროდუქტების ბაზარზე კორონავირუსის ინფექციის წარმოქმნისთვის ხელსაყრელი გარემოა და შესაძლოა მისი წარმომავლობის ადგილად სწორედ ის მივიჩნიოთ. თუმცა, კვლევის საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის და ჯანმო წინასწარი დასკვნების გაკეთებისაგან თავს იკავებს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
