უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი წაუყენეს
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატისთვის ბრალი წაუყენეს.
როგორც უკრაინული მედია გენერალური პროკურორის ოფისზე დაყრდნობით წერს, საქმე ეხება 2010 წელს რუსეთთან ე.წ. ხარკოვის შეთანხმებების ხელმოწერას.
პროკურატურის განცხადებით, 2010 წლის 21 აპრილს ხარკოვში ყოფნისას იანუკოვიჩი ხელოვნურად ქმნიდა პირობებს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის რაოდენობის გასაზრდელად, გაზზე ფასდაკლების მიღების საბაბით და ხელი მოაწერა შესაბამის შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტით 25 წლით გახანგრძლივდა ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავ ზღვის ფლოტის ყოფნის ვადა. ამავე დროს, უკრაინულ მხარეს ბუნებრივ აირზე ფასდაკლება ფაქტობივად არ მიუღია, ვინაიდან დოკუმენტების ხელმოწერამდე რუსეთის ფედერაციამ უკრაინისთვის გაზის საფასური ხელოვნურად გააორმაგა.
2014 წელს ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა მის წინააღმდეგ 10-მდე საქმე აღძრეს. ის დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატსა და აგრესიული ომის ხელშეწყობაში, დაგეგმვაში, მომზადებასა და გაჩაღებაში. მას დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თავად იანუკოვიჩი, რომელიც რუსეთს აფარებს თავს, დანაშაულს არ აღიარებს, მის წინააღმდეგ გამოძიებასა და სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
