რატომ დაიწყო ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი
უკრაინის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რუსეთში ძალაუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო. უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა.
დოკუმენტში არის ცალკე თავი, „რუსეთიდან წარმოშობილი საფრთხეები“, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემები სულ უფრო აშკარა ხდება და მისთვის სახელმწიფოს მეთაურის საჯარო ფუნქციების ფიზიკური შესრულება მისთვის შესამჩნევ სირთულეს წარმოადგენს.
სადაზვერვო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების გადაცემის კონკრეტული ვარიანტის მიუხედავად, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ძირითადი სცენარი ითვალისწინებს რუსეთში „პუტინიზმის“ სახელმწიფო მოდელის შენარჩუნებას პუტინთან ერთად ან მის გარეშე.
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, კრემლის სტრატეგიულ მიზნებს შორის არის უკრაინის ან მისი ნაწილის ინტეგრაცია ერთგვარ სუპერსახელმწიფოებრივ პროექტში მოსკოვის ეგიდით, კოდური სახელით „სსრკ 2.0“ და ამისათვის რუსეთის ფედერაციამ არ უნდა დაუშვას უკრაინის ეკონომიკური განვითარების ტემპის, მისი მოსახლეობის ხარისხის და ცხოვრების დონის ზრდა.
„რუსეთის ფედერაცია შეეცდება გადაჭრას მისი სისტემური დემოგრაფიული პრობლემები უკრაინის ადამიანური რესურსების ხარჯზე, ამბობენ სადაზვერვო ანალიტიკოსები. „თეთრი წიგნი“ ამტკიცებს, რომ რომ აზოვ-შავი ზღვის რეგიონს მოსკოვი განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან პლაცდარმს ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში ექსპანსიისთვის. ყირიმის მილიტარიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძალთა სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის ცვლილებისთვის შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ ამ რეგიონში ნატო-ს თავისუფლად მოქმედების შემზღუდველი სისტემების შექმნის გზით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
