"ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ვითხოვთ"
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსგანცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით. საკუთარ თავში დარწმუნებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტუნარიანი ხმების, არ ახორციელებენ ძალადობას და არც უსამართლოდ აკავებენ პოლიტიკურ ოპონენტებს. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველგან, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ღია სივრცეს, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებას შურისძიების შიშის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომლებიც ცდილობენ კონკურენციის გაწევას საარჩევნო პროცესში. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
