"ვაქცინების გავრცელების სქემა მარცხის დიდი რისკის წინაშე დგას"- „როიტერი“
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ღარიბ ქვეყნებში გავრცელების გლობალური სქემა „ჩავარდნის ძალიან მაღალი რისკის წინაშე დგას“ და მილიარდობით ადამიანს შეძლება ვაქცინაზე წვდომა 2024 წლის ბოლომდე არ ჰქონდეს - ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ზოგიერთმა ქვეყანამ კოვიდ-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება 2024 წლამდე ვერ მიიღოს. ამას მოწმობს „როიტერის“ მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტები. ისინი ცხადყოფს, რომ ვაქცინების გავრცელების თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სქემა მარცხის ძალიან დიდი რისკის წინაშე დგას. მილიარდობით ადამიანის საცხოვრებელ ქვეყნებს ვირუსის წინაშე პოტენციურად დაუცველს ტოვებს“, - წერია სტატიაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVAX პროგრამა მთავარი გლობალური სქემაა მსოფლიოს მასშტაბით ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხალხის ვაქცინაციისთვის. მისი მიზანია 2021 წლის ბოლოსთვის ვაქცინის მინიმუმ 2 მილიარდი დოზის მიწოდება, რათა დაფაროს 91 ქვეყანაში (ძირითადად აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში) მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის 20%.
„თუმცა როგორც შიდა დოკუმენტები ავლენს, სქემის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროგრამა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიც არის თანხების ნაკლებობა, მიწოდებასთან დაკავშირებული რისკები და რთული სახელშეკრულებო შეთანხმებები. ამ ყველაფერმა შეიძლება შეუძლებელი გახადოს მათი მიზნების მიღწევა“, - აღნიშნულია სტატიაში.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
