"კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოქალაქეებს მოუწოდებს, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნის წესებში ცვლილებები შეიტანონ და დაიცვან იმ ქვეყანაში დაწესებული ზომები, რომელშიც ცხოვრობენ.
„ყველას გვინდა სადღესასწაულო დღეებში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას მათი ან თქვენი რისკის ფასად . კოვიდ 19 შეცვლის დღესასწაულის აღნიშვნის წესს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეგვიძლია ვიზეიმოთ. ცვლილებები, რაც დღესასწაულის აღნიშვნის წესში უნდა შეიტანოთ დამოკიდებულია იმაზე, სად ცხოვრობთ. ყოველთვის დაიცავით თქვენს ქვეყანაში არსებული მითითებები,“- აღნიშნულია ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
ის ადამიანებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, ხოლო თუკი მოგზაურობას აუცილებლობა მოითხოვს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
„პირველი კითხვა, რაც საკუთარ თავებს უნდა დაუსვათ არის: ნამდვილად გჭირდებათ მოგზაურობა? იზეიმეთ თქვენს ოჯახთან ერთად და თავიდან აიცილეთ სხვადასხვა ოჯახის შეკრება. თუკი სხვა ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოგიწევთ, ეცადეთ, შეხვდეთ მათ ღია ცის ქვეშ, შეინარჩუნოთ ფიზიკური დისტანცია და გაიკეთოთ პირბადე. თუკი ერთი ადგილიდან მეორეში წასვლა აუცილებელია, გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაიცავით დისტანცია და ატარეთ პირბადე. როდესაც აეროპორტებში, მატარებლების ან ავტობუსების სადგურებზე იქნებით, ან თვითმფრინავებში, მატარებლებსა და ავტობუსებში ისხდებით, თან გქონდეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები ან ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. თუკი თავს კარგად ვერ გრძნობთ, არ იმოგზაუროთ. თავი აარიდეთ გადაჭედილ სავაჭრო ცენტრებს. ეცადეთ, იმ დროს წახვიდეთ საყიდლებზე, როდესაც ნაკლები ხალხი იქნება. თუ შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინეთ ონლაინ,“ - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
