25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს ვალის დაბრუნება მოგიწიოთ, რაც გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს შეგიქმნით. ეცადეთ, გარკვეული დროის განმავლობაში ახალი სესხი აღებისგან თავი შეიკავოთ. თუ დაოჯახებული ხართ, თავი შეიკავეთ ფლირტისა და ხანმოკლე რომანებისგან, რადგან ადრე თუ გვიან ეს თქვენი მეუღლის ყურამდე მივა.

 

კურო

 

გამუდმებით სხვა ადამიანებზე ზრუნვა ხელს გიშლით, რომ ყურადღება საკუთარ სურვილებზე გაამახვილოთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის და აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ - ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. თუ მოინდომებთ, შეიძლება შემოსავალი სხვისი დახმარების გარეშე მიიღოთ. გირჩევთ თავისუფალ დროს ის საქმეები დაასრულოთ, რომლებიც სამომავლოდ გადადეთ.

 

ტყუპები

 

გირჩევთ, საღამოს საათებში ჭამას მოერიდოთ და მენიუდან ნახშირწყლები ამოიღოთ. კარგი იქნება, თუ სპორტულ დარბაზში სიარულის დროს გამონახავთ. ამ დღეს ანტიკვარულ ნივთებში ან ძვირფასეულობაში ჩადებული ინვესტიციები მოგებასა და კეთილდღეობას მოგიტანთ. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს, რადგან ისინი ძალიან ბევრ დროს გართმევენ და სარგებელი არ მოაქვთ. თქვენი საყვარელი ადამიანი სავსეა ენერგიითა და თქვენ მიმართ გრძნობით - თქვენც ეცადეთ საღამოს რომანტიკული საჩუქრით გაახაროთ.

 

კირჩხიბი

 

მოვლენებით დატვირთული დღეა. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. ფინანსური მხარე მეტ ყურადღებას მოითხოვს – დროა ფულის დაგროვება დაიწყოთ. საყვარელ ადამიანზე ფიქრი თქვენს გონებაში მთავარ ადგილს დაიკავებს. ოჯახური ცხოვრება დღეს სირთულეებს გიმზადებთ, მაგრამ სიბრძნე და სიმშვიდე დაგეხმარებათ, რომ გამოწვევებს გაუმკლავდეთ.

 

ლომი

 

იოგა ფორმისა და სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. სამსახურში მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და კოლეგების მიმართ პატივისცემა. დაუფიქრებელმა მოქმედებამ შესაძლოა ფინანსურად დაგაზარალოთ. საღამო რომანტიკისთვისაა შექმნილი, ამიტომ სცადეთ, საყვარელ ადამიანს რამე ლამაზი აჩუქოთ. ოჯახურ გარემოში იგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობები.

 

ქალწული

 

გირჩევთ, შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ - ეს შინაგანი დაძაბულობის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსური პერსპექტივები საიმედოა, სავარაუდოდ, აუცილებელი ნივთების შეძენას შეძლებთ. დააკვირდით კოლეგებს - მათი უხასიათობა შეიძლება სამსახურში არაჯანსაღი ფონით იყოს გამოწვეული. ადამიანების დარწმუნების უნარი დღეს ძალიან დაგეხმარებათ. პარტნიორი დაგანახვებთ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

 

სასწორი

 

მეგობრის რჩევა ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე დაგაფიქრებთ. მოერიდეთ ფინანსურ ვალდებულებებს ნათესავების წინაშე, რათა მოგვიანებით არ ინანოთ. ოჯახთან და მეგობრებთან გატარებული დრო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. გარედან წამოსულმა გავლენამ შეიძლება პირად ურთიერთობაში დაძაბულობა შემოიტანოს, მაგრამ თქვენ ორნი ერთად გზას იპოვით მის დასაძლევად.

 

მორიელი

 

მალე თქვენი სანუკვარი ოცნება ახდება, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ – თავშეუკავებლობამ შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიწვიოს. ფულის დაზოგვის მცდელობა წარუმატებელი იქნება, თუმცა ნუ ინერვიულებთ - მალე სიტუაცია დალაგდება. ახლობლებიდან ვიღაც შეიძლება თქვენმა ბოლო ქმედებებმა ძალიან გააღიზიანოს. პირადი ცხოვრებისთვის განსაკუთრებით წარმატებული დღეა – გამბედავი ნაბიჯებისთვის ღირსეულად დასაჩუქრდებით. 

 

მშვილდოსანი

 

ოჯახი დიდ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ დიდ სიყვარულსაც გაჩუქებთ. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ, თუმცა, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, საკუთარ პოზიციას შესანიშნავად ახსნით, მაგრამ თუ დავას დაიწყებთ, საქმის გარჩევა დიდხანს გაჭიანურდება. ბიზნესმენებმა ჯობია საკუთარ გეგმები საიდუმლოდ შეინახონ - ვიღაც თქვენი იდეების მითვისებას ეცდება.

 

თხის რქა

 

შეიძლება იოლი ფულის შოვნის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ სარისკო მოქმედებებს უნდა მოერიდოთ. თქვენი ანალიტიკური უნარები და თანამშრომლობის სურვილი შეუმჩნეველი არ დარჩება. არსებობს შანსი, რომ საღამო მეგობართან ერთად გაატაროთ, თუმცა ალკოჰოლს მოერიდეთ – ის მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. პარტნიორის უხეშმა ქცევამ შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ.

 

მერწყული

 

ამ დღეს საკმარისი დრო გექნებათ, რომ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე იზრუნოთ. ფინანსური მდგომარეობა დღის მეორე ნახევარში გაუმჯობესდება. თქვენს ქმედებებში გულწრფელობა გარშემომყოფთა ყურადღებას მიიქცევს და საშუალება გექნებათ, თქვენი უნარები სათანადოდ წარმოაჩინოთ. მოისმენთ კომპლიმენტებს, რომლებსაც დიდი ხანია ელოდით.

 

თევზები

 

კარგი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც იშვიათად ხვდებით. თუ ახალ პარტნიორობას განიხილავთ, სანამ რაიმე ვალდებულებას აიღებთ, ყველა დეტალი საგულდაგულოდ შეისწავლეთ. შესაძლოა პარტნიორისგან ყურადღების ნაკლებობა იგრძნოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ის დაკავებული იყო იმით, რომ თქვენთვის კომფორტული გარემო მოეწყო.

წაკითხვა 76 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 25 2025
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.