ზოდიაქოს 3 ნიშანი დიდი სიფრთხილით ირჩევს ახალ მეგობარს
ჩვენი ცხოვრება ბევრი კომპონენტისგან შედგება, რომელთა გარეშეც ის მოსაწყენი და არასრული იქნებოდა, მაგრამ რის გარეშეც ნამდვილად არ შეგვიძლია ჩვენი მეგობრებია. ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც ფრთხილობს მეგობრების არჩევისას.
მორიელები არ ჩქარობენ თავიანთ ცხოვრებაში ახალი ნაცნობების შეშვებას, რომელთა შესახებ არაფერი იციან. ისინი დიდხანს უყურებენ და აკვირდებიან მათ, ცდილობენ გაიგონ, როგორ მოიქცევა ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ დაუახლოვდებიან და გახდებიან მათი ყველაზე ერთგული მეგობრები.
კირჩხიბი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ნიშანია, იშვიათად ენდობა ვინმეს. ამიტომაც მათი მეგობრები არიან რჩეულები - ისინი, ვისთან ერთადაც ბევრი გადაიტანეს და განიცადეს და ამიტომ დარწმუნებულნი არიან, რომ - თუმცა არა ასი პროცენტით - არ უღალატებენ.
თხის რქებს არ უყვართ ადამიანებთან გულის გადახსნა. არც უცხოსთან და არც საყვარელ ადამიანთან, რადგან არ არიან დარწმუნებულნი, რომ მათი ქმედება მათ წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. ამ ნიშნის წარმომადგენლები მილიონჯერ გამოცდიან ადამიანს, სანამ გამოაცხადებენ, რომ ის მეგობარია და, როგორც წესი, ნამდვილი მეგობრების შერჩევისას ისინი არასოდეს ცდებიან.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ