"მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენც და აუცილებლად გაიმარჯვებს ვენესუელაც" - მიხეილ სააკაშვილი
მას შემდეგ რაც ვენესუელის პრეზიდენტმა ჩავესმა აღიარა ჩვენი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საქართველოც და ვენესუელაც აუცილებლად გაიმარჯვებენ.
„მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა მარია მაჩადოს, ვენესუელაში ჩატარებული გაყალბებული არჩევნების საპროტესტო მოძრაობის სულისჩამდგმელს.
მას შემდეგ რაც ვენესუელის პრეზიდენტმა ჩავესმა აღიარა ჩვენი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები, ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩვენ ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას.
მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენც და აუცილებლად გაიმარჯვებს ვენესუელაც“, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
