"შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა კოლექტიური მურთაზ ზოდელავა" - შალვა პაპუაშვილი
ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველამ კარგად იცოდა, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.
,,ყველამ ყველაფერი იცოდა.
იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე მიდიოდნენ ხელისუფლების დასამხობად და რომ ოთხშივე უნდა დაემთავრებინათ.
იცოდა პოლიტიკოსმაც და იცოდა ენჯეოშნიკმაც, იცოდა ახალგაზრდამაც და ხანდაზმულმაც, მცოდნემაც და უცოდინარმაც. თითოეულმა იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც თავისუფლების მოედანზე იდგა, იცოდა, იქ რისთვის მივიდა. და იცოდნენ, რომ ხელისუფლებაზე მეტად, საკუთარი ქვეყნის მომავალს ამხობდნენ.
ისინი იქ მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად და ოთხში ოთხ საათზე, იმ ადგილას შედგა რამდენიმე ათასი ადამიანის სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი და გახდა ყველა ერთი კოლექტიური მურთაზ ზოდელავა.
ახლა, უკვე ჩავლილზე და შემდგარზე, თავის მოსულელებას, "არ ვიცოდი"-ს და "არ მეგონა"-ს, ქართველი ხალხი არავისგან მიიღებს. ის ქართველი ხალხი, რომელმაც ოთხში ოთხ საათზე შეკრებილი ხელისუფლების დამამხობლები საარჩევნო ყუთებთან დაამარცხა,” - წერს პაპუაშვილი Facebook-ზე.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
