August 5, 2025

მაისი 30 2022 წაკითხვა 454 ჯერ

უუუხ ისეთი მაგარი ამბებია ჩვენებისგან: - ხერსონის მიმართულებით შეტევა დაიწყეს ჩვენებმა! ერთ-ერთ მიმართულებაზე, ქალაქ ბერისლავთან ურდოსებმა 9 კილომეტრით დაიხიეს უკან! გარბიან თავქუდმოგლეჯილები! მაინც არ აგცდებათ კობზონის კონცერტზე მასოვკაში მოხვედრა!-  ამის შესახებ სოციალურ ქსელში8 ალექსი პეტრიაშვილი წერს.

მაისი 24 2022 წაკითხვა 474 ჯერ

ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

მაისი 24 2022 წაკითხვა 492 ჯერ

ფემიციდი, იგივე ფემინიციდი - ეს არის მამაკაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის აღმნიშვნელი სახელდება. ფემიციდი საქართველოში გახშირებულია,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.

 

მისივე თქმით, მოძალადე კაცებში ამას განაპირობებს ბავშვობისდროინდელი ტრავმები, არასწორი აღზრდა, ოჯახურ ძალადობრივ გარემოში ყოფნა და სტერეოტიპული განწყობა, რომელიც ეფუძნება პატრიარქატის, როგორც მამაკაცთა უპირატესი როლის თავისებურ გაგებას, ქალის მესაკუთრეობას.

 

"არსებობს სხვა ფაქტორებიც.

 

ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი დაკნინებულია ან მამაკაცთან საკმარისად არ არის გათანაბრებული, ფემიციდის შემთხვევები გახშირებულია.

 

სამწუხაროდ, საქართველოში ქალის როლი საკმარისად გათანაბრებული არ არის. მაგალითად, ეს კარგად ჩანს მშობლების განწყობაში მემკვიდრეობითი ქონების გადაცემის დროს, როცა ისინი უპირატესობას უფროს ვაჟს ანიჭებენ. თუმცა, კანონით მშობლების ქონება ყველა მემკვიდრეზე თანაბრად ნაწილდება.

 

ფემიციდის მაგალითებია ბოლო დღეების ფაქტები, როცა ერთმა ქმარმა ცოლი ავტობუსში შვილების წინ მოკლა, მეორემ კი გაჩერებაზე დაჭრა.

 

ძალადობრივ გარემოში და ქალის მესაკუთრეობის ტრადიციითა თუ განწყობით  გაზრდილი მამაკაცები ვერ უშვებენ იმას, რომ მათ ცოლებსაც აქვთ უფლებები, მათაც შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მუშაობა, სწავლა, უკმაყოფილების გამოხატვა, გასართობად წასვლა და ასე შემდეგ.

 

ქალის უფლებების მიუღებლობა კონფლიქტებისა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი ხდება. ზოგ შემთხვევაში მკვლელობით მთავრდება.

 

რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ქალმა გვაზიარა ქრისტეს, თამარ მეფე გვყავდა, ეს პრობლემას ვერ გადაფარავს.

 

ჩვენ კაცებს არ უნდა შეგვეშინდეს ქალის როლის გაძლიერება, მათი უფლებებისა და თანასწორობის აღიარება, მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, მათ შორის პოლიტიკაში. 

 

რაღაცები უნდა შევცვალოთ აღზრდაშიც.

 

აუცილებლად ვასწავლოთ ვაჟებს, რომ არ შეიძლება ქალების დაჩაგვრა, მათი როლის დაკნინება და ავუხსნათ, რომ ქალებთან მესაკუთრეობით ურთიერთობა ჯანსაღი არ არის. ხოლო გოგონები აღვზარდოთ ისე, რომ პატარაობიდანვე იცოდნენ საკუთარი უფლებები და მათი დაცვა.

 

#არაქალკლა"-წერს გოგა ჩანადირი.

მაისი 23 2022 წაკითხვა 502 ჯერ

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

მაისი 23 2022 წაკითხვა 485 ჯერ

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, თუ რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ მაიმუნის ყვავილს.

მაისი 19 2022 წაკითხვა 820 ჯერ

ჟურნალისტი თინა კანდელაკი  საქართველოს შესახებ, სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და  პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ წერს ხოლმე თავისი მშობლიური ქვეყნის შესახებ და საქებარ სიტყვებს არ იშურებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ.

გვერდი 46 სულ 119
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.